სეზონური ვირუსები

გრიპის ვირუსის გავრცელების მიუხედავად, საჯარო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, დასვენების გახანგრძლივების საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.

აღნიშნულთან დაკავშიორებით განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში გააკეთეს. კლინიკებში ვირუსული ინფექციების სიმპტომებით პაციენტთა მიმართვიანობა შემცირებულია და წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაცილებით ნაკლებია. მედიკოსების ცნობით, ამ ეტაპზე ძირითადად ცირკულირებს „ბე“ ტიპის ვირუსი.