სეზონური ვირუსების გავრცელება კვლავ აქტიურ ფაზაშია.
ცირკულაცია სასწავლო პროცესის დაწყებამ კიდევ უფრო გაზარდა. შემთხვევების დიდი ნაწილი A ტიპის ვირუსზე, იგივე „ღორის გრიპზე“ მოდის. კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კი საერთო სტატისტიკის 5 %-ს შეადგენს. კლინიკებში მიმართვის მაჩვენებლის გაზრდის ფონზე თბილისში სასწრაფო დახმარების ბრიგადების გამოძახების პროტოკოლი შეიცვალა. მიზანი არასაჭირო გამოძახებების პრევენციაა. ცხელი ხაზის მეშვეობით ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების შემდეგ პაციენტების ნაწილი სატელეფონო კონსულტაციებისთვის ოჯახის ექიმებთან გადამისამართდება.