სრიალისა და თოვლის მოყვარულებს დღეიდან კურორტი გოდერძი ელოდება.
ზამთრის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიერობი, სპეციალური 80 მეტრიანი სათხილამურო მოძრავი ხალიჩა და ყინულის მოედანი, – სამთო კურორტი, როგორც პროფესიონალ ისე მოყვარულ მოთხილამურეებსა და ბავშვებს უმასპინძლებს. სტუმრებს კურორტზე არსებული ყველა სასრიალო გზით შეეძლებათ სარგებლობა.
როგორ ხვდება ტურისტებს გოდერძი, – მერაბ წულუკიძის რეპორტაჟი აჭარის მაღალმთიანეთიდან.