კურორტ გოდერძიზე ზამთრის ტურისტული სეზონი დღეიდან ოფიციალურად გაიხსნა.
სამთო-სათხილამურო სპორტის მოყვარულებს გონდოლასა და ბაბლის ტიპის საბაგიროებით, 80 მეტრიანი მოძრავი ხალიჩითა და სასრიალო ტრასებით უმასპინძლებენ. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სტუმრებს კურორტზე არსბეული ყველა სასრიალო გზით შეეძლებათ სარგებლობა.