სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა

სეტყვამ გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა.

ძლიერ წვიმას და ქარს სოფელ ვარიანში, შინდისსა და ფხვენისში სეტყვა მოჰყვა.

სტიქიამ განსაკუთრებით ბოსტნეული და ვაშლის ბაღები დააზიანა. ყურძნის მოსავალი მოსახლეობის დიდ ნაწილს უკვე მოკრეფილი ჰქონდა.

ადგილობრივების დიდ ნაწილს მოსავალი დაზღვეული არ აქვს.