თბილისში უამინდობის შედეგად გამოწვეულ პრობლემებს ებრძვიან.
სამაშველო ჯგუფები ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მუშაობენ. მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. ძლირ წვიმას დედაქალაქში სეტყვაც დაერთო. უამინდობამ განსაკუთრებული პრობლემები გლდანის, დიღმისა და სანზონის რაიონებში შექმნა. მეტრო „ახმეტელთან“ დაიტბორა მიწისქვეშა გადასასვლელი.