სეტყვა კახეთში

სტიქია აღმოსავლეთ საქართველოში. კახეთში ძლიერი სეტყვა იყო. დაისეტყვა ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფლები – შილდა, გრემი და ალმატი. სეტყვა იმდენად ძლიერი იყო, რომ ადგილზე თითქმის სრულად არის განადგურებული სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.

ზარალის ანაზღაურებაზე მთავრობამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო – ჟანა დიდებაშვილი კახეთიდან.