სესხებზე რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა

საბანკო სესხები გაუძვირდათ მოქალაქეებს, რომელთა კრედიტები რეფინანსირებაზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთი გაიზარდა. ეროვნული ბანკი გადაწყვეტილებას ინფლაციის მატების რისკებით ხსნის. შარშან მითითებული განაკვეთი ძირითადად მცირდებოდა, ზაფხულის შემდეგ კი ერთ ნიშნულზე გაჩერდა. სებ-ის დღევანდელი ნაბიჯი მოულოდნელი არ ყოფილა ეკონომისტებისთვის. სფეროს სპეციალისტების აზრით, მომავალში განაკვეთის შემცირება ეკონომიკურ აქტივობებზე და ინფლაციის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული.