სესიაშვილის სადავო კანონპროექტი  

პარლამენტი კიდევ ერთი სადავო კანონ-პროექტის განსახილველად ემზადება.

თუ ირაკლი სესიაშვილის ავტორობით მომზადებული ცვლილებები დამტკიცდება, სასულიერო პირები სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლის გადავადების უფლებას დაკარგავენ. თუმცა დისკრიმინაციის არგუმენტით ინიციატივას ოპოზიციის გარდა ქვეყანაში მოქმედი რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებიც ეწინააღმდეგებიან.

ლიკა ალელიშვილი არკვევდა, რა არგუმენტებით ამყარებს კანონში ცვლილების შეტანის იდეას თავად ინიციატივის ავტორი.