სერგო ფარაჯანოვის სახლში, სერგო ფარაჯანოვისა და სოფიკო ჭიაურელის ხსოვნის საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით „მაესტრო ფარაჯანოვის სამეზობლო”. ორ სერიად წარმოდგენილ კინოსურათში ფარაჯანოვის მეზობლები საბრობენ და იხსენებენ საინტერესო ამბებსა და დეტალებს რეჟისორის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.