„ევროპული საქართველო“ კოალიცია „ძალა ერთობაშიას“ წევრი პარტიებისგან, მათ ინიციატივასა და თემაზე გაკეთებულ შეფასებებზე, პოზიციის დაფიქსირებას ითხოვს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, სერგი კაპანაძის განცხადებით, გარკვეული პარტიებისგან აგრესიული გამოხმაურება მოსალოდნელი იყო, თუმცა მოულოდნელი აღმოჩნდა თაკო ჩარკვიანის განცხადება. მისი შეფასებით, ეს არა კრიტიკა, არამედ ცილისწამება იყო, ამიტომ კოალიციის წევრმა სხვა პარტიებმა უნდა დააფიქსირონ, ემიჯნებიან თუ არა ამ პათოსს.
„ევროპული საქართველოს“ მოთხოვნას გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობა“. რომან გოცირიძე ოპოზიციას ერთიანობისკენ მოუწოდებს.
„ევროპული საქართველოს“ მიერ გუშინ გამოთქმული წინადადება, ყველა პარტიამ დააფიქსიროს, რომ არჩევნების შემდეგ, „ქართულ ოცნებასთან“ მთავრობის დაკომპლექსებისთვის არ ითანამშრომლებენ, „კანონი და სამართლის“ ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა გააკრიტიკა, არასერიოზულ საუბრად და თაღლითობად მოიხსენია. მისი თქმით, ოპოზიციაში ყოფნა ამ შეთანხმებას ისედაც გულისხმობს.