რუსეთის მხრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების კიდევ ერთი მცდელობა. სერგეი ლავროვის განცხადებას რეალობასთან აცდენილს უწოდებენ თბილისში. პოლიტიკოსებს კრემლის განცხადების საპირისპიროდ იმ ქვეყნების სია მოჰყავთ, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და არ აღიარებენ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნებს.