რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მას სურს ჰქონდეს იმედი, რომ საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენა უახლოესი მომავლის საკითხია.
ამის შესახებ სერგეი ლავროვმა გაზეთ „ტრუდთან“ ინტერვიუში, ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. მისი თქმით, საქართველო და რუსეთი ბოლო 12 წელია, ისე ურთიერთქმედებენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვთ. „დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა თბილისის ინიციატივით და ეს იყო მიხეილ სააკაშვილის მთავრობის მიერ განხორცილებული სამხრეთოსური ავანტიურის შედეგი“, – განაცხადა ლავროვმა. ამავე დროს, ლავროვი ინტერვიუში ამტკიცებს, რომ რუსეთს საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობა სურს. „სწორედ ამიტომ დავუჭირეთ მხარი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ 2012 წელს ინიცირებულ ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციის კურსს. ამ კუთხით რუსეთისგან შეზღუდვები არ გვაქვს“, – ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.
რუსეთთან ურთიერთობებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის განცხადებით, ფრენის აღდგენის საკითხი რუსეთის პოლიტიკურ ნებასა და ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, აბაშიძის თქმით, ამის მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა.