სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ევროკავშირის პროექტის – „საქართველოში ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ხელშეწყობა“ ორგანიზებით, ორდღიანი მედიასემინარი გაიმართა. მთავარი თემა – ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში მედიის როლი იყო.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სუს-ის უფროსის მოადგილე ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე, ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე მარტინ ბეგშოუ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორი ნინო გიორგობიანი.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს ქართული მედიის წარმომადგენლებმა როგორც ტელემაუწყებლებიდან, ისე საინფორმაციო სააგენტოებიდან და ბეჭდური გამოცემებიდან. სემინარის მიზანი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მედიასა და სამართალდამცავ უწყებებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებაა.