სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 8.5 %-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი 8.5 პროცენტამდე გაზარდა. ასეთი მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში 2008 წლის შემდეგ არ ყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილებით ლარი დოლარის მიმართ უნდა გამყარდეს, რაც ინფლაციის შემცირებას ხელს შეუწყობს.