სებ-მა 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა
ეროვნულმა ბანკმა 5 ლარის ნომინალის ოქროსა და ვერცხლის საკოლექციო მონეტები გამოუშვა.
მონეტები 2019 წლის შემოდგომაზე, რაგბის მე-9 მსოფლიო თასის გათამაშებაზე, საქართველოს მონაწილეობას ეძღვნება.
მონეტის ავერსის მთავარ კომპოზიციას მორაგბე, ბურთით ხელში წარმოადგენს, რევერსზე კი გამოსახულია უძველესი ქართული ტრადიციული თამაშის, ლელობურთის საწყისი მომენტი – ჰაერში აგდებული ბურთი და მის დასაუფლებლად აღმართული ხელები.
მონეტების შეძენა 29 აგვისტოდან იქნება შესაძლებელი.