ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე უწყების 2018 წლის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში საუბარია არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოსა და ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობაზე. კობა გვენეტაძემ დეპუტატებს უწყების ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკაზე ინფორმაცია მიაწოდა. საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით კი განაცხადა, რომ უწყება აანალიზებს შედეგებს და საჭიროების შემთხვევაში, გაატარებს შესაბამის ზომებს.
სხდომაზე კითხვები ძირითადად ლარის კურსს ეხებოდა. დეპუტატებს აინტერესებთ, რატომ არ ერევა ეროვნული ბანკი, როდესაც ლარი უფასურდება, მაშინ როცა კურსის გამყარების დროს ინტერვენციებს მიმართავს. გვენეტაძის განცხადებით, ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ინტერვენციებს საშუალოვადიან პერიოდში, გაცვლით კურსზე გავლენა არ აქვს.