საქართველოს პირველ არხზე კიდევ ერთი ქართული სერიალი იწყება. ეს არის ეკრანებზე 2008 წელს გამოსული ცნობილი ამერიკული „ინ თრითმენთის“ ქართული ანალოგი, რომელიც ფსიქოთერაპევტზე და მისი პაციენტების ისტორიებზე გვიყვება. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ფსიქოლოგიური დრამა „სეანსის“ გმირებს აწუხებთ.
ახალ სერიალში ფსიქოლოგისა და პაციენტების როლებს ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართველი მსახიობები შეასრულებენ.
„ნოვა პროდაქშენისა“ და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროდუქტს არხის მაყურებელი ნოემბრიდან იხილავს.