„სეანსი“ საქართველოს პირველ არხზე

საქართველოს პირველ არხზე კიდევ ერთი ქართული სერიალი იწყება. ეს არის ეკრანებზე 2008 წელს გამოსული ცნობილი ამერიკული „ინ თრითმენთის“ ქართული ანალოგი, რომელიც ფსიქოთერაპევტზე და მისი პაციენტების ისტორიებზე გვიყვება. დეპრესია, გაუცხოება, განქორწინება – ეს ის პრობლემებია, რომლებიც ფსიქოლოგიური დრამა „სეანსის“ გმირებს აწუხებთ.

ახალ სერიალში ფსიქოლოგისა და პაციენტების როლებს ყველასთვის კარგად ნაცნობი ქართველი მსახიობები შეასრულებენ.

ნოვა პროდაქშენისა“ და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროდუქტს არხის მაყურებელი ნოემბრიდან იხილავს.