საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ანგარიში მოისმინეს.
დოკუმენტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ წარადგინა. მან ყურადღება გაამახვილა მაუწყებლის საქმიანობაზე და ისაუბრა ჩატარებულ აუდიტზე. მისი განმარტებით, შემოწმების შედეგად არცერთი შენიშვნა არ გამოთქმულა.
სხდომაზე საუბარი შეეხო მაუწყებლის ახალ შენობასაც. ვასილ მაღლაფერიძის თქმით, მშენებლობა 28 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება და ახალ შენობაში უპრეცედენტო მასშტაბისა და სიდიდის პავილიონები იქნება. მისივე თქმით, კულტურა არხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
ამასთან, მაღლაფერიძემ ისაუბრა იმ პროექტებზე, ფილმებსა და შოუებზე, რომლებსაც მაუწყებელი მაყურებელს სთავაზობს.
დღესვე კომიტეტზე ახალი სპორტული არხის მაუწყებლობაზე იმსჯელეს, რომელიც რამდენიმე კვირაა, დაიწყო.