ამ წუთებში საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. მთავარი განსახილველი საკითხი, 2018 წლის ბიუჯეტია, თუმცა მანამდე მსჯელობის თემა იყო მაუწყებლის ეთერში პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გასული ვიდეომასალა, რომელთან დაკავშირებითაც, ბორდის სახელით განცხადება გააკეთა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ.
როგორია ბორდისა და მაუწყებლის მენეჯმენტის პოზიციები? – ანა ბროლაძე განავრცობს თემას.