საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილება - შეფასებები
სამეურვეო საბჭოს წევრებმა მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით განმარტებები დღესაც გააკეთეს. გია მურღულიას და მიხეილ ჩიკვილაძეს, რომლებიც დამატებით დარიცხული თანხის უკან, მაუწყებლის ბიუჯეტში დაბრუნებას გეგმავენ, შეკითხვები აქვთ, ვინ ან რა კრიტერიუმებით ადგენს დასახმარებელ პირთა სიას, რომლებისთვისაც ბორდის წევრები საბიუჯეტო თანხების გადაცემას გეგმავენ. სამეურვეო საბჭოს სხვა წევრები კი განმარტავენ, რომ ასეთი სია შარშანაც არსებობდა და წელსაც მსგავსი ჩამონათვალის მოძიება ბორდის სამდივნოში იქნება შესაძლებელი, თუმცა ბენეფიციართა ინტერესებიდან გამომდინარე სიის გასაჯაროება მიზანშეწონილი არ არის. კონკრეტულად ვინ ადგენს ჩამონათვალს, ჯერ უცნობია, საბჭოს წევრთა ნაწილი განმარტავს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სიის მონახაზი არსებობს.