საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ზვიად რატიანის საჩივარი არ დააკმაყოფილა და მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
მომჩივანი მხარე ბორდში თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა.
სამეურვეო საბჭომ განცხადება სამ ნაწილად განიხილა და კენჭი უყარა. მეურვეები მსჯელობდნენ, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ ზვიად რატიანთან დაკავშირებული მასალის გაშუქებისას დაცული იყო თუ არა ჯეროვანი სიზუსტე; მოხდა თუ არა სიძულვილის გაღვივება და დაირღვა თუ არა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი.
საბჭოს დღევანდელ სხდომას ექვსი წევრი ესწრებოდა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრები ასევე გეგმავენ, შეხვდნენ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტს და მაუწყებლის ქცევის კოდექსში შესატან ახალ რეგულაციებზე იმსჯელონ.