სიძულვილის ენა – რატი იონათამიშვილის გამოხმაურება

12:12, 20.06.2024

პოლიტიკოსების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენებას და შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი და გიორგი ვაშაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს: „მარტო ეს განცხადება უნდა იყოს საკმარისი, რომ ვაშაძისნაირები ვერ ბედავდნენ ქვეყანაში პოლიტიკოსობას! კობახიძეს უნდა შეურაცხყოფა მიაყენოს და ყველა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე პირს აყენებს შეურაცხყოფას! ჯერ ერთი, აუტისტი ადამიანი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ აუტისტური სპექტრის აშლილობა და მერე, ადამიანის დასაკნინებლად და სალანძღავ სიტყვად „აუტისტის“ გამოყენება არის უკიდურესი ფსკერი და უღირსობა! ცალკე საკითხია, რომ პირდაპირ ეთერში ჟურნალისტი უტარებს ამას და არ აქვს რეაქცია. ვაშაძეც და მისი თანაგუნდელებიც ვალდებულნი არიან გამოვიდნენ, ბოდიში მოუხადონ საზოგადოებას და აიღონ ამ სამარცხვინო სიძულვილის ენაზე პასუხისმგებლობა!“ წერს რატი იონათამიშვილი სოცქსელში.

მსგავსი