საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ არასამთავრობო ორგანიზაციებს 2018-2021 წლების პროგრამული პრიორიტეტები გააცნო და მათი შენიშვნები მოისმინა.
შეხვედრაზე მესამე სექტორის ზოგიერთ ინიციატივას კამათი მოჰყვა. კონკრეტულად კი შეხედრის მონაწილეების ნაწილმა მოითხოვა, რომ მაუწყებლის შინაარსობრივ პრიორიტეტებს დამატებოდა რელიგიური, ეთნიკური, სექსუალური და სხვა უმცირესობების ჩამონათვალი, რაც სხვა არასამთავრობოების წარმომადგენლებმა გააპტროტესტეს იმ არგუმენტით, რომ ამ ჯგუფების უფლებები ქვეყანაში არ ირღვევა. იმას, რომ ეს ჩამონათვალი პრიორიტეტებში არ უნდა იყოს, ეთანხმება სამეუვეო საბჭოს უმრავლესობაც. შეხვედრაზე შეკითხვები იმ კვლევებზეც დაისვა, რომლითაც ბორდმა პროგრამული პრიორიტეტები შეადგინა.
აისახება თუ არა საბოლოოდ არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნები მაუწყებლის პრიორიტეტებში – ეს მას შემდეგ გაირკვევა, რაც მესამე სექტორი საკუთარ წინადადებებს მაუწყებლის მეურვეებს წერილობით მიაწვდის.