არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა საქართველოს პირველი არხის განვითარების ხედვა მოისმინეს.
ტელევიზიის ხელმძღვანელობამ შეხვედრის მონაწილეებს ის გეგმები გააცნო, რომლებიც არხის ტექნიკურ გადაიარაღებას, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ შენობაში გადასვლას, პროგრამულ პრიორიტეტებს, საეთერო ბადის გამრავალფეროვნებას, ეთერში ახალი პროექტების გაშვებას და შინაარსობრივი ხარისხის ზრდას გულისხმობს. მომავალი 6-წლიანი გეგმის პრეზენტაციისთვის საინფორმაციო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება. მიზანი არხის საქმიანობის შედეგების განხილვა, სიახლეებსა და გამოწვევებზე დისკუსია და ტელევიზიაში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობის ხელშეწყობაა.