საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობრივი სარგო გაიზარდა

სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო გაიზარდა.

გენერალური დირექტორის პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო სამეურვეო საბჭომ დღეს ერთხმად დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც, ხელზე ასაღები თანხა 10 ათასი ლარი იქნება. დღემდე ეს თანხა ოთხი ათას ლარს შეადგენდა.