საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე 2020 წლის ანგარიში წარადგინა.
საუბარი შეეხო ახალ გადაცემებს და პროექტებს, რომლებიც მაუწყებლის ეთერში გავიდა. ერთ-ერთი ასეთი წარმატებული პროექტი ტელესკოლაა. საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის, ირინა ფუტკარაძის განცხადებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველა სოციალური ჯგუფის ინტერესზეა მორგებული.