საზოგადოებრივი მაუწყებელი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდასაჭერად ახალ პროექტს იწყებს.
ამასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა და პროექტის ჯგუფის წევრებმა პრესკონფერენცია გამართეს. მათი განცხადებით, შეიქმნება მედია გაიდლაინი, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანთა საკითხების გაშუქების, კომუნიკაციისა და ქცევის გზამკვლევს. დოკუმენტი დაფუძნებული იქნება კვლევაზე, პროფესიულ ლიტერატურაზე და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებაზე.
გზამკვლევის პრეზენტაცია სექტემბერში შედგება.