საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიში

პარლამენტში საზოგადოებრივი მაუწყებლის 2023 წლის ანგარიშის განხილვა საკომიტეტო ფორმატში დასრულდა.

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს მოუსმინა და ანგარიშს მხარი დაუჭირა. ვასილ მაღლაფერიძემ ყურადღება მაუწყებლის ახალ შენობაზე და ამ მიმართულებით დახარჯულ ფინანსებზე გაამახვილა. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ახალი შენობის მშენებლობა 28 აგვისტოს ოფიციალურად დასრულდება და ახალ შენობაში უპრეცედენტო მასშტაბისა და სიდიდის პავილიონები იქნება. სიტყვით გამოსვლის დროს ვასილ მაღლაფერიძემ აქცენტი სპორტული არხის მნიშვნელობაზეც გააკეთა. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატების კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალ შენობას უკავშირდებოდა. კომიტეტის წევრებმა ახალი შენობის დათვალიერების სურვილი გამოთქვეს, რაზეც სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თანხმობა მიიღეს.