საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა "კვირის ინტერვიუში" ტელეკომპანიაში განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა
საზოგადოებრივი მაუწყებლის გეგმების, პირველ არხზე განხორციელებული და დაგეგმილი ცვლილებების შესახებ ისაუბრა მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა, “კვირის ინტერვიუში”. პირველი არხის ახალი პროექტის პირველი სტუმარი სწორედ ვასილ მაღლაფერიძე იყო.
დირექტორმა მაუწყებელში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებულ ყველა კრიტიკულ შეკითხვას უპასუხა და კანონში მოსალოდნელ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.
ცხარე კამათი და პასუხი ყველა მნიშვნელოვან შეკითხვაზე, – პირველი არხის მაყურებელი ყოველ პარასკევს კვირის ინტერვიუს იხილავს, 21:30 საათზე სტუმრები ირაკლი აბსანძის შეკითხვებს უპასუხებენ.