საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა

სახელმწიფო სერვისების მისაღებად ადიგენის მოსახლეობას ახალციხეში სიარული აღარ მოუწევს.

რაიონის 10 000-მდე მოსახლეს დღეიდან საზოგადოებრივი ცენტრი მოემსახურება, სადაც სახელმწიფო სერვისების გარდა ადგილობრივები ელექტრონული ბიბლიოთეკითაც ისარგებლებენ. პრეზენტაციას იუსტიციის მინისტრიც დაესწრო. რეგიონებში წელს კიდევ 10 ასეთი ცენტრის გახსნაა დაგეგმილი.