საზოგადოების ინფორმირება სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის პროცესზე

„სასამართლო რეფორმების შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ჩართულობის ხელშეწყობა და მართლმსაჯულებაზე
ხელმისაწვდომობის გაზრდის მრავალმხრივი ქმედებით ფასილიტაცია“ – პროექტი საია-მ წარადგინა. ღონისძიება პროექტის მიზნებს, მოსალოდნელი შედეგებსა და აქტივობებს დაეთმო. პროექტის მიზანია სასამართლო სისტემის ხელმისაწვდომობის, დამოუკიდებლობის, გამჭირვალობის, მიუკერძოებლობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა, მათ შორის,
სასამართლო რეფორმების ჩათვლით. პროექტის მიზნები შესაძლებლობების განვითარების, ადვოკატირების, შეფასებებისა და
სტრატეგიული სამართალწარმოების გზით იქნება მიღწეული. ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყო და 2026 წლის დეკემბერს დასრულდება.