საზოგადოება „ქართულის“ ინიციატივა

საზოგადოება „ქართული“ დიდი მამულიშვილების საფლავების მოვლის ინიციატივით ფონდს აარსებს.

დიდუბის პანთეონში, ლადო ასათიანის ოჯახის წევრებთან ერთად საზოგადოება „ქართულის“ წარმომადგენლები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ლადო ასათიანის გარდაცვალებიდან 81-ე წლისთავთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და მის ხსოვნას პატივი მიაგეს. საზოგადოება „ქართულის“ წარმომადგენლებმა, სიმბოლურად ლადო ასათიანის საფლავზე გააჟღერეს ფონდის დაარსების ინიციატივა, რომლის მიზანიც კერძო შემოწირულობებით და საზოგადოების ჩართულობით, საზოგადო მოღვაწეების საფლავების მოვლა-პატრონობას უზრუნველყოფს.