საზოგადოება „ქართული“ განცხადებას ავრცელებს

„ვფიქრობთ, მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პარტიებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, რომ გაემიჯნონ დესტრუქციულ ოპოზიციას, მათ რადიკალიზმს, უარი თქვან გარედან ავტომატური მართვის რეჟიმზე და იქცნენ რეალურად „მესამე ძალად“ – ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოება „ქართული“ -ს მიერ გავრცელებულ მიმართვაში. „ფაქტია, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების არაღიარება და ბოიკოტი კვლავ გარედან იმართება „ოცნების“ მხრიდან მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმის გამო. შესაბამისად, უცხოური ინსტრუქციების ბრმად შემსრულებელი პოლიტიკური ლიდერების ქმედებაში სახელმწიფოებრივად არც ლოგიკა ჩანს და არც საღი აზრი. ჩვენთვის გაუგებარია, თუ რას აპროტესტებენ მამუკა ხაზარაძე და გიორგი გახარია, როდესაც მათ პარტიებთან დაკავშირებით ცესკო-ს მონაცემები თითქმის დაემთხვა „ედისონ რისერჩის“ ეგზიტპოლებს, გამოდის, რომ ისინი აპროტესტებენ „ნაცმოძრაობის“ მარცხს და იმას, რომ სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდა?! გლობალურად ნეოლიბერალიზმის მარცხისა და ამერიკაში კონსერვატორი ტრამპის დაბრუნების პირობებში, ეს მათთვის ისტორიის მიერ მიცემული შესაძლებლობაა, რომლის გამოუყენებლობის შემთხვევაში ისინი გადაინაცვლებენ პოლიტიკურ სასაფლაოზე.”- წერია საზოგადოება ქართულის განცხადებაში.