საზეიმო წირვა ქვეყნის მაშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ჩატარდა

საზეიმო წირვა მთელი ქვეყნის მაშტაბით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში ჩატარდა.

ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში, სადაც სადღესასწაულო წირვა მეუფე დიმიტრიმ აღავლინა და მრევლს შობა მიულოცა. ტაძარში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელები იმყოფებოდნენ. დღესასწაულს ბათუმში შეხვდა თავდაცვის მინისტრი.

საშობაო ლიტურგია ზუგდიდში ივერიის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარში ჩატარდა. წირვა ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა. ტაძარში იმყოფებოდნენ და მრევლს დღესასწაული მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.