მანგლისში, წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიაში ამ წუთებში საზეიმო წირვა მიმდინარეობს. ათონის მთიდან წმინდა გიორგის ხელის მტევნის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს და ტაძარს შესწირეს. სიწმინდეები საქართველოში ბერ-მონაზონმა კირილემ ჩამოაბრძანა. წირვას საქართველოს თავდაცვის მინისტრი დაესწრო. მანგლისში წმინდა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძარი, 2014 წელს ადგილობრივმა ძმებმა ტომას და დანიუს საკალაუსკებმა ააშენეს.