საზეიმო განწყობა საქართველოს რეგიონებში

საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა. კანდიდატის სტატუსის მინიჭების ისტორიულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზეიმო განწყობაა რეგიონებშიც. გვიან ღამით საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალური ცენტრები ევროკავშირის და საქართველოს დროშებით მოირთო. ასევე თბილისში თავისუფლების მოედანზე დაგეგმილ სახალხო ზეიმს მსურველები რეგიონებიდანაც უერთდებიან, მოქალაქეები ზუგდიდის მუნიციპალიტეტებიდან უკვე გამოემგზავრნენ, მათ უფასო ტრანსპორტი ემსახურებათ. ისტორიულ გადაწყვეტილებას ზეიმობენ გორში. ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გამოიფინა ქუჩებში. ხელოვნების სახლმა დროშები გორის ციხესა და ცენტრალურ მაგისტრალზე, გორის გვირაბთან გადმოფინა. დროშები გამოიფინა კახეთშიც, ფოთში, ქუთაისში, მცხეთაშიც, რუსთავში. ბათუმში საზეიმოდ განათდა ქალაქის სტადიონი, დროშები გამოიფინა ცენტრალურ ქუჩებში.