„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. მსჯელობა დღეს რუსთავში გაიმართა. შესაბამისი კომისია ცვლილებათა პაკეტს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით აცნობს, დღესვე შეხვედრა გაიმართება თელავშიც. განხილვის შედეგები კი საბოლოოდ პარლამენტს წარედგინება. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში კონსტიტუციურ კანონპროექტზე მსჯელობა.