თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. პორტალი ხვალ დილით 10 საათზე გაიხსნება და დარეგისტრირებას 2-დან 6 წლამდე საქართველოს მოქალაქეები ან ბინადრობის უფლების მქონე ბავშვები შეძლებენ. სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში რეგისტრაციის პროცესი სამ ეტაპად მიმდინარეობს, პირველი ეტაპი 8 ივლისს დაიწყო.
მარიამ აფციაურის ჩართვა #მოამბე