პატიმრების მშობლებმა და მოძრაობა „შემახე ამნისტიის“ წარმომადგენლებმა საყოველთაო ამნისტიის მოთხოვნით პარლამენტში განცხადება შეიტანეს და საკანონმდებლო ორგანოსთან აქცია გამართეს. ისინი მიიჩნევენ, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაგეგმილი კანონპროექტი მიკერძოებულია და ის ყველას უნდა შეეხოს. აქციის მონაწილეების განცხადებით, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, არ არის გამორიცხული პარლამენტისა და პრეზიდენტის რეზიდენციის პიკეტირება დაიწყონ.
საკითხს გამოეხმაურნენ დეპუტატებიც.