საწვავი ძვირდება.
ბოლო სამ კვირაში ბენზინის ფასმა 65 თეთრით მოიმატა. მიზეზი გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე ტენდენციებია. საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ღირებულება მკვეთრად არის გაზრდილი. თუ წლის დასაწყისში ერთი ტონა ბენზინი 750 დოლარი ღირდა, მარტში ეს თანხა თითქმის გაორმაგებულია. თუმცა ბოლო რამდენიმე დღეა, საერთაშორისო ბირჟებზე სტაბილიზაციის ნიშნები იკვეთება. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ბენზინის ფასი საქართველოში ოთხ ლარამდე არ მივა, მათი ნაწილი უახლოეს პერიოდში საწვავის გაიაფებასაც პროგნოზირებს.