საწარმოების მუშაობა შეზღუდვების პირობებში

საგანგებო მდგომარეობის პირობებში მუშაობას მაინც განაგრძობენ რეგიონებში მოქმედი მეურნეობები და საწარმოები. მათ შორისაა ოზურგეთის საკალმახე მეურნეობა და ჩოხატაურში კომპანია „ნაბეღლავი“. პანდემიის მიუხედავად, არცერთ საწარმოში თანამშრომლები არ შეუმცირებიათ, არ შეჩერებულა პროდუქციის ექსპორტიც. თუმცა მოქმედებს კოვიდ-19-ის გავრცელების შესაკავებლად შემუშავებული პროტოკოლი, რომელიც ყველა დასაქმებულმა უნდა დაიცვას.