რუსთავში, ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონის აღსრულების და ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, მოქმედი საწარმოების მონიტორინგის კამპანია გრძელდება.
კამპანიის ფარგლებში, მეორე შეხვედრა კომპანია „ჯეოსთილში“ გაიმართა. შეხვედრას, რუსთავის მერი, პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ბიზნეს-ასოციაციის პრეზიდენტი და „ჯეოსთილის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ქარხნის იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელებენ, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.