ამერიკის შეერთებული შტაბების მხრიდან დაწესებული სავიზო შეზღუდვები ისევ პოლიტიკური შეფასებების თემაა. „ქართული ოცნება“ ორმაგ სტანდარტზე მიუთითებს და 2012 წლამდე პერიოდს იხსენებს, რა დროსაც, მათივე თქმით, ადამიანის უფლებები მასიურად ირღვეოდა, თუმცა დასავლეთის მხრიდან ფაქტებზე რეაგირება არ ხდებოდა და არც სანქციები წესდებოდა. ოპოზიციაში შტატების გადაწყვეტილებას მიესალმებიან და იმედი აქვთ, რომ ამერიკას მალე ევროპაც შეუერთდება.