სავიზო შეზღუდვები - პოლიტიკური შეფასებები

საქართველოს პარლამენტის მიერ სადავო კანონის დამტკიცების შემდეგ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებსა და კერძო პირებს სანქციები დაუწესა. საკითხი პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა თბილისში. ვინ როგორ ეხმაურება ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილებას – მანანა დევაძე განავრცობს თემას.