შეერთებული შტატების მხრიდან სავიზო შეზღუდვების პირველი პაკეტის გამოცხადება კვლავ განხილვის თემაა პოლიტიკურ სპექტრში. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოფიციალური ვაშინგტონის გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ მიერ გადადგმულმა ნაბიჯებმა განაპირობა. „ქართულ ოცნებაში“ კი ორმაგ სტანდარტზე საუბრობენ და საფრანგეთში, უცხოური ჩარევების წინააღმდეგ მიღებულ კანონს იხსენებენ.