სწავლება – „გელათი 2024“ დასრულდა. საველე სწავლება დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითმა ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე გაიარა. წვრთნების მიზანი ოპერაციის რაიონში მანევრის, ცეცხლისა და ძლიერი საინჟინრო ეფექტების ინტეგრირებით, საკვანძო ადგილმდებარეობის შენარჩუნება იყო.
სწავლების დასრულების შემდეგ, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და სიგელები გადასცა.