სავალუტო ფონდის ანგარიში

საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შეთანხმებით დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი. ქართული მხარე საფინანსო ინსტიტუტიდან 41 მილიონამდე დოლარს მიიღებს. თანხა სავალუტო რეზერვების შევსებას უნდა მოხმარდეს. მისია ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესებსაც აფასებს. მათი პროგნოზით, წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 4.6 %-ს მიაღწევს, რაც მთავრობის პროგნოზს ემთხვევა. მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან გამართულ შეხვედრებზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იანვრიდან ამოქმედებულ საბანკო რეგულაციებზეც. პოზიტიურთან ერთად სავალუტო ფონდის მისია სესხების გაცემის ახალი წესის ნეგატიურ გავლენებზეც მიუთითებს.