სავალდებულო ვაქცინაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ იორკის სამედიცინო მომსახურების უმსხვილესმა კომპანიამ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის გამო 1 400 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა. აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვის კომპანიას 76 ათასზე მეტი დასაქმებული ჰყავს. მათთვის კორონავირუსზე ვაქცინაცია სავალდებულო ჯერ კიდევ აგვისტოში გახადა, ვიდრე ამას შტატის ხელისუფლება გამოაცხადებდა. სამედიცინო სფეროში დასაქმებულებისთვის აცრა გასული კვირიდან სავალდებულოა. ანალოგიური რეგულაციები მოქმედებს კიდევ რამდენიმე შტატში, მათ შორის კალიფორნიაში. ნიუ-იორკში ბრუკლინის ხიდზე მასწავლებლებმა და განათლების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სფეროში დასაქმებულებისთვის სავალდებულო ვაქცინაციის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს.